1.`როდისაა მაქსიმალური მოთხოვნა ელ. ენერგიაზე და რითია შესაძლებელი მისი გადაჭრა?
დაფაზე ჩამოწერილი რამოდენიმე თემიდან არჩევნების გზით შეირჩა საპროექტო თემის დასახელება: `როდისაა მაქსიმალური მოთხოვნა ელ. ენერგიაზე და რითია შესაძლებელი მისი გადაჭრა?
თემის ირგვლივ შეიძლება დავსვათ რამოდენიმე შეკითხვა:
- რა ნაწილებად იყოფა სათბობენერგეტიკული მრეწველობა?
- რამდენია საქართველოში მოხმარებული ენერგიის ხვედრითი წილიჰიდროენერგეტიკული რესურსების საერთო რაოდენობიდან?
- რა უშლის ხელს ზამთარში ჰიდროელექტროსადგურების გამართულ მუშაობას?
- რომელი ენერგიის წყაროების გამოყენებაა პერსპექტიული საქართველოში?
2. პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეები იკვლევენ თუ წლის რომელ დროსაა მაქსიმალური მოთხოვნა ელ.ენერგიაზე. რა არის ამის მიზეზი და როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა.
3.პროექტის აქტუალობა: ეს პროექტი აქტუალურია რადგანაც ეხება ყოველდღიური ცხოვრების პრობლემას.მოსწავლეები უფრო ახლოს ეცნობიან იმ პრობლემას რომელიც თან ახლავს ენერგიის მიღება გამოყენებას,ისინი აცნობიერებენ ამ პრობლემის გლობალურ მასშტაბებს რადგანაც ენერგეტიკული რესურსები ბუნებაში ამოწურვადია და დასახავენ ენერგიის დაზოგვის გზებს.
3.პროექტის მიზნები: მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით იწყებენ ინფორმაციის მოძიებას იმის შესახებ თუ წლის რომელ დროს მოიხმარება ელ.ენერგია ყველაზე დიდი რაოდენობით.ამისათვის თითოეული ჯგუფი საკუთარი ოჯახის, მათ ახლომახლო ტერიტორიაზე მდებარე საწარმოების ,ტრანსპორტის მიერ გამოყენებული ენერგიის ცხრილს აგებენ წელიწადის სხვადასხვა დროისათვის და აკეთებენ ანალიზს. ინტერნეტში ეძებენ შესაბამის ინფორმაციას და მიღებული შედეგებით ადგენენ რომ ზამთარში მოხმარებული ენერგია გაცილებით მეტია ვიდრე წლის სხვა დროისათვის .
ზამთარში ელ.ენერგიის წარმოებაც ნაკლებია რადგანაც მდინარეები ხასიათდება ჩამონადენის სეზონურობით და შესაბამისად დიდი ცვალებადობით,ელ.ენერგიის ნახევარზე მეტი თბოჰესებში გამომუშავდება.საშუალოდ საქართველოში ერთ სული მოსახლე მოიხმარს 5500კვტსთ–ენერგიას.გარდა ამისა ენერგიას მოიხმარს მეურნეობის სხვადასხვა დარგები.მიღებული ინფორმაციის შემდეგ მოსწავლეები ცდილობენ დასახონ ელ.ენერგიის დაზოგვის გზები.
4. მონაწილეთა ასაკი: 14–17 წელი.
5.პროექტის ხანგრძლივობა: ექვსი თვე,2010:12.––2011:05.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები: ინფორმაციის შეგროვებადამუშავება,ანალიზის, კომუნიკაციის, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარ ჩვევების განვითარება.ცხრილების და დიაგრამების დამზადება კომპიუტერის გამოყენებით.მოძიებული ინფორმაციის განთავსება ინტერნეტში.
7.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები სწავლობენ აღრიცხვას ,კლასიფიკაციას,კომუნიკაციას მონაცემების დამუშავებას.ინტერნეტში მუშაობას.
ჯგუფური მუშაობა ხელს უწყობს არა მარტო მოსწავლეთა კოგნიტურ განვითარებას , არამედ მათ სოციალურ განვითარებას და მოტივაციის ამაღლებას.თანაკლასელებთან და სხვა კლასის მოსწავლეებთან სხვადასხვა თემის განხილვა მათ უფრო ეფექტური სოციალური უნარ– ჩვევების შეძენაში ეხმარება.
ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ სოციალური უნარ ჩვევები ,კრიტიკული აზროვნების უნარი.გააცნობიერებს ადამიანთა თანამშრომლობის აუცილებლობას.ჩაერთვება საზოგადოებრივ საქმიანობაში და გარკვეულ წილს შეიტანენ ენერგეტიკული პრობლემის გადაჭრაში.
8. საჭირო რესურსები: ფიზიკის და გეოგრაფიის სახელმძღვანელო.კომპიუტერი. ინტერნეტი.
9.სამუშაო ენა : ძირითადად ქართული.
10. საგანთა შორის კავშირი: პროექტზე მუშობისას მოსწავლეები აცნობიერებენ რომ სამყარო არ შედგება ცალკეული საგნებისაგან: ფიზიკა,ბიოლოგია, ქიმია გეოგრაფია და სხვა.არამედ აცნობიერებენ რომ სამყაროში მიმდინარე ყველა პროცესი ჯაჭვურადაა დაკავშირებული ერთმანეთთან და ერთი პრობლემის მოგვარება გარკვეულწილად ეხმარება მეორე პრობლემის გადაჭრას.
11.შეფასება: დაკვირვების და შეფასების ობიექტი შეფასებისას იქნება ინფორმაციის მოძიება,ორგანიზება,კითხვაზე პასუხები.ვაფასებ ესგ– შესაბამისად. იხ.შეფასების რუბრიკა
12. პროექტის ხელმძღვანელი: ნინო კურტანიძე.
ელ.ფოსტა: kurtanidze68@gmail.com.
პროექტის ვებ გვერდი: kurtanidze68blogspot.com.
12. პროექტის ხელმძღვანელი: ნინო კურტანიძე.
ელ.ფოსტა: kurtanidze68@gmail.com.
პროექტის ვებ გვერდი: kurtanidze68blogspot.com.